თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში 70 წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
სავარაუდოდ, ასაკოვანი ქალი მოკლულია. გავრცელებული ინფორმაციით, მას დაზიანებები ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი ძარცვას უკავშირდება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი მოგვიანებით სამართალდამცავებმა თბილისში დააკავეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. ის წარსულში ნასამართლევია და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შეწყალებით არის გათავისუფლებული.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.