ბაიდენის მაწანწალა კატა თეთრ სახლში - ფოტო

ჯორჯ ბუშის შავი კატის შემდეგ თეთრ სახლში მხოლოდ ძაღლები ყავდათ. თუმცა ახლა აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციას ახალი ბინადარი ყავს
Sputnik
კატა სახელად უილოუ დასავლეთ პენსილვანიის ერთ-ერთი ფერმიდანაა. 2020 წელს ჯო ბაიდენის მეუღლეს - ჯილს. წინასაარჩევნო შეხვედრისას კატამ სცენაზე ახტომით მომავალ პირველ ლედის სიტყვა შეაწყვეტინა, რითაც თავი მოაწონა კიდეც მას.
ჯილმა ის წამოიყვანა და სახელი იმ ადგილის საპატივცემულოდ შეურჩია, სადაც იპოვა - უილოუ-გროვი.
მანამდე ბაიდენებს ორი გერმანული ნაგაზი უკვე ყავდათ.
თეთრ სახლში ცხოველების ყოლის ტრადიცია ჯორჯ ვაშინგტონის დამსახურებაა. პირველ პრეზიდენტს ცხოველები ძალიან უყვარდა. პრეზიდენტის რეზიდენციაში უამრავ სხვადასხვა ჯიშის ძაღლს უცხოვრია.
1 / 8

2009 წლის შემდეგ უილოუ პირველი კატაა თეთრ სახლში

2 / 8

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის კატა ინდია 13 წლის წინ გარდაიცვალა. მას შემდეგ რეზიდენციაში მხოლოდ ძაღლები ყავდათ

3 / 8

უილოუ თეთრ სახლში სეირნობს

4 / 8

კატამ ჯილ ბაიდენის ყურადღება სცენაზე ახტომით მიიპყრო

5 / 8

მან მომავალ პირველ ლედის სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა

6 / 8

კატას იმ ადგილის სახელი დაარქვეს, სადაც იპოვეს - უილოუ-გროვში

7 / 8

უილოუ ახლა თეთრი სახლის ბინადარია

8 / 8

და, როგორც ჩანს, ძალიან ბედნიერიც