თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 17.265 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 8.980 შემთხვევა — დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი - 2.247, აჭარა - 1.913, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 944, ქვემო ქართლი - 870, შიდა ქართლი - 679, კახეთი -657, მცხეთა-მთიანეთი - 408, სამცხე-ჯავახეთი - 266, გურია - 264, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5.947 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.001.275-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 34 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 14.945-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 146.527 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.191 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 2.191, იმერეთში – 1.089, აჭარაში – 735.
1.007 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 272 პირი, მათგან თბილისში – 152, აჭარაში – 46, იმერეთში – 27.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 2.061 ადამიანი, მათ შორის 1.156 - თბილისში, 639 - აჭარაში.
139.275 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათგან თბილისში — 40, აჭარაში — ერთი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 17.265-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.162.773-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.