თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 17.265-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.162.773-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.001.275 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 5.947), გარდაიცვალა – 14.945 (ბოლო 24 საათში – 34). კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.191 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.061 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 69.190 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38.203, PCR–ტესტით – 30.987.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 24,95%, ბოლო 14 დღის – 20,01%, ბოლო 7 დღის – 23,24%.
სულ ჩატარებულია 2.710.914 აცრა, ერთ დღეში აცრილია 5.156 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge