თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. ნაქერალას უღელტეხილზე ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62 კმ მონაკვეთზე შეზღუდვა 27 იანვარს, ინტენსიური თოვის გამო დაწესდა.
აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია.