თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 18.274 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 9.297 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 2.277, აჭარა – 1.833, ქვემო ქართლი – 1.024, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 988, შიდა ქართლი – 932, კახეთი -815, მცხეთა-მთიანეთი – 367, სამცხე-ჯავახეთი – 359, გურია – 308, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 74.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8.400 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 995.328-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 41 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 14.911-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 135.243 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.084 პაციენტი.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 2.091 ადამიანი, მათ შორის 1.184 – თბილისში, 647 – აჭარაში.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათგან თბილისში – 34, ხოლო აჭარაში – 1
ამ ეტაპისთვის ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის 128.068 პირი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 18.274-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.145.508-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.