ყვითელი ამბები

„სიყვარული ვენახში“ მეორე სეზონი“ - ფადი ასლი ია ფარულავას რომანტიკულ ფოტოს უქვეყნებს

Sputnik
ცნობილი ლიბანეი ბიზნესმენი ფადი ასლი, რომელიც მსახიობ ია ფარულავას ყოფილი ქმარია, „ფეისბუქზე“ ია ფარულავასთან ერთად ვენახში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. „სიყვარული ვენახში (მეორე სეზონი) 2006 წელი“ - ასეთი წარწერა გაუკეთა ბიზნესმენმა ფოტოს. პოსტს თავად იაც გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა: „კარგი დრო იყო“.
„კარგი წყვილი იყავით, ცალცალკე არ ვარგიხართ მერწმუნე“, „ასე ანჯელინა და ბრედ პიტი არ აკვდებოდა ერთმანეთს, როგორც ეს წყვილი. მე მაინც გგულშემატკივრობთ და მევასებით“, „შერიგდით რა. როგორ უხდებოდით ერთმანეთს“, „კარგ ადგილას წაუყვანიხართ იაჩკა“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ია ფარულავა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მათი სკანდალი ერთ-ერთ გამოცემას უკავშირდება. წყვილი წლების მანძილზე ერთად ცხოვრობდა, თუმცა ურთიერთობა არ დაუკანონებიათ. წყვილი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდა. ბიზნესმენმა იას მისი სახელის ხსენება აუკრძალა, რის გამოც მსახიობი მას „უხსენებელს“ ეძახისმ თუმცა როგორც მსახიობის სოციალური ქსელების აქტივობიდან ირკვევა, ყოფილმა ცოლ-ქმარმა შეძლო მეგობრული ურთიერთობა შეენარჩუნებინა.