ყვითელი ამბები

„ხუთი წელია ერთად ვართ“ – ვინ არის ქეთათო ჩარკვიანის ქმარი – ფოტოები

ქეთათო ჩარკვიანის ცხოვრებაში ხუთი წელია არსებობს კაცი, რომელიც მისი მეორე ნახევარი გახდა.
Sputnik
მუსიკოსი ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე ქეთათო პოპიაშვილი სტუმრობდა გადაცემას „ბაიასთან“, სადაც მან ახალი ოჯახის შექმნის შესახებ ისაუბრა.

„მე და ჩემი მეორე ნახევარი 5 წელია ერთად ვართ. ოჯახის შექმნა არ გულისხმობს ხელის მოწერას, ჯვრისწერას. მე ირაკლისთანაც არ მიმიცია ამისთვის ოფიციალური ფორმა. უბრალოდ, როცა გინდა ადამიანზე ზრუნვა, ის თანდათან ხდება შენი მეორე ნახევარი. ზუსტად ასე იყო ირაკლის შემთხვევაშიც და ჩემსა და გივიკოს შორისაც. გავიცანით ერთმანეთი და როცა ადამიანებს შორის სატელეფონო საუბრებიც კი ჩვეულებრივზე დიდხანსაა, ეს არის მიზიდულობის მომენტი, ინტერესი, ეს იშვიათად ხდება“, – ამბობს მუსიკოსი.

მისი თქმით, 16 წლისა იყო, როცა ირაკლი გაიცნო და 17-ის იყო, როცა მათ ცხოვრება ერთად დაიწყეს. მან თავად იპოვა ირაკლი, სტუმრად მივიდა მასთან მეგობრებთან ერთად, როდესაც ირაკლი ახალი ჩამოსული იყო გერმანიიდან.

„კარი გელამ გააღო. გელა და ირაკლი რაღაც საბუთების გასაკეთებლად მიდიოდნენ. ირაკლი ფეხსაცმელს იკრავდა და ქვემოდან ამომხედა. როცა ნანას ვუყურებ, ნანაში ვხედავ ირაკლის, მისი ღიმილი მახსენდება ხოლმე, კმაყოფილი ღიმილი, ბედნიერების შეგრძნება, გადმომხედავდა ხოლმე. ზოგადად, სულ მახსოვს“, – თქვა ქეთათომ. ქეთათოს სოციალური ქსელით ირკვევა, რომ მისი რჩეული გივი ფანცულაიაა.

ირაკლი ჩარკვიანი 2006 წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა 43 წლის ასაკში. ბოლო დროს მომღერალს გულთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა. წყვილს ერთი გოგონა – ნანა ჰყავს.