საქართველოში არადეკლარირებული ოქროს შემოტანა საფოსტო გზავნილით სცადეს

ფაქტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო-გამშვებ პუნქტში მოხდა.
Sputnik
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს მონეტების ქვეყანაში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
უწყების ცნობით, საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,თბილისის აეროპორტში“ მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში არადეკლარირებული 150 ცალი ოქროს მონეტა აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ოქროს ნივთების საერთო ღირებულებამ ჯამში 196.045.152 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
წყარო: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური