ყვითელი ამბები

ანა სულაბერიძე ორი წლის გახდა – ნახეთ რა რეაქციები ჰქონდა, როდესაც მამამ ტორტი მიუტანა

პოპულარული წყვილის ერთადერთი შვილი ორი წლისაა.
Sputnik
ცნობილი პროდიუსერის ნოე სულაბერიძის და მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის ერთადერთი ქალიშვილი ანა ორი წლის გახდა. მშობლებმა მას სიურპრიზი მოუწყვეს და ანას მამიკომ ტორტი საწოლში მიუტანა სანთლების ჩასაქრობად. ჯანეტის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ გოგონას სიურპრიზი ძალიან გაუხარდა.
ანა სულაბერიძე სოციალურ ქსელებში პოპულარული ბავშვია. მან უკვე მოდელობაც სცადა და რამდენიმე ბრენდის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. ანას როგორც მამას, ისე დედას ამსგავსებენ და ამ თემაზე გამოკითხვას ხშირად შეხვდებით პოპულარული მშობლების სოციალურ ქსელების პირად გვერდებზე.
ნოე სულაბერიძისთვის ჯანეტი მეორე ცოლია. პირველ ქორწინებაში პოპულარულ ჟურნალისტ ეკა სამხარაძესთან პროდიუსერს ქალ-ვაჟი ჰყავს.