მომღერალმა თიკა ჯამბურიამ „ინსტაგრამის“ „ხელმომწერების“ კითხვებს უპასუხა, სადაც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი დაინტერესდა, ხომ არ აპირებს შეურიგდეს ყოფილ ქმარს, ბიზნესმენ ბექა ხოფერიას, რომელსაც მომღერალი წლების წინ სკანდალურად დაშორდა.
როგორც ჩანს, კითხვამ თიკა გაამხიარულა და დაწერა, რომ ბექასაც შეურიგდება და პირველ შეყვარებულსაც, რომელიც ბაღში 4 წლის ასაკში ჰყავდა და კოკა ერქვა.
ბექას და თიკას ერთი შვილი ჰყავს - ნინა. თიკა ჯამბურია ხშირად აღნიშნავს, რომ ყოფილ მეუღლესთან არაჩვეულებრივი ურთიერობა აქვს და მათი შვილი არ განიცდის იმას, რომ მისი დედ-მამა ერთად აღარ არიან, რადგან როდესაც ნინა დაიბადა, მშობლები უკვე დაშორებული იყვნენ.
რაც შეეხება ბექას, მან სამშენებლო ბიზნესი წამოიწყო, თიკასთან განქორწინების შემდეგ დაოჯახდა, თუმცა მისი მეორე ოჯახიც დაინგრა. ამ ქორწინებიდან ბექას ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი ჰყავს.