ყვითელი ამბები

„ლამაზი ქალებისკენ აღარც კი იხედება“ - ბრედ პიტი 23 წლით უმცროს ცნობილ მომღერალს ხვდება

Sputnik
58 წლის ბრედ პიტი ცნობილ შვედ მომღერალს, 35 წლის ლიკე ლის ხვდება, ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს. გამოცემის ინფორმაციით, მომღერალი, ოსკაროსანი მსახიობის მეზობლად, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, ისინი ერთმანეთს ფარულად უკვე 6 თვეა ხვდებიან.
წყვილი პაპარაცებმა გასულ კვირას, იტალიურ რესტორანში გადაიღეს. რაც შეეხება პლანეტის ყველაზე სიმპათიური მამაკაცის ახალ გულისწორს, მომღერალი ისეთ კომპოზიციებითაა ცნობილი, როგორებიცაა I Follow Rivers და No Rest for the Wicked.
„ანჯელინამ ისე დააკომპლექსა, ლამაზი ქალებისკენ აღარც კი იხედება“, - წერენ კომენტარებში.
ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შემდეგ ბრედს ალია შოკათთან რომანში ამხელდნენ, ასევე დასავლური მედია აქტიურად წერდა ბრედისა და მოდელი, ნიკოლ პოტურალსკის რომანტიკულ ურთიერთობაზე.