თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 27 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმედაშვილის, არდაზიანის, ჩერქეზიშვილის, გაგარინის, ვაზისუბნის, ისაკაძის, შარტავას, სახოკიას და ზემო ვეძისის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჩახავას, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხორავას, ყაზბეგის, ჯანაშიას, სვანიძის, მელიქიშვილის, თარხნიშვილის, ტატიშვილის, გურგულიას, ბარნოვის, ბაქრაძის, გუდაურის, ზანდუკელის, მაჭავარიანის, მილორავას და ჭოველიძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბაზალეთის, ფალიაშვილის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის და სალხინოს ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.