ყვითელი ამბები

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ხსნიან 11 ახალ კომპანიას ოფშორებში სახალისო სახელებით

სასექსის ჰერცოგს და ჰერცოგინიას ძალიან სენტიმენტალური ბიზნესი აქვთ
Sputnik
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა დააარსეს 11 კომპანია დელავერში, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ისინი აფართოებენ თავიანთ ბიზნესიმპერიას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის არაერთი მედიასაშუალება იუწყება.
ყვითელი ამბები
რატომ დაურეკეს მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ კეიტ მიდლტონს ვიდეოზარის საშუალებით?
კალიფორნიაში, სადაც წყვილი ახლა ცხოვრობს, გადასახადები გაცილებით მაღალია, ვიდრე დელავერში, რაც ბევრ მდიდარ ადამიანს უბიძგებს, ფინანსები შტატებს გარეთ გადაიტანონ.
წყვილის ყველა ახალ კომპანიას აქვს სახელები, რომლებსაც განსაკუთრებული კავშირი აქვთ ჰარისთან და მეგანთან. სასაცილო მაგალითებია Peca Publishing-ისა და Orinoco Publishing LLC-ის საგამომცემლო ბიზნესი. პეკას ეკუთვნის მეგანის საბავშვო წიგნის The Bench-ის უფლებები, რაც ესპანურად ნიშნავს „ჭორფლებს“.
Orinoco Publishing LLC-ი სავარაუდოდ ფლობს უფლებებს პრინც ჰარის საკამათო ახალ მემუარებზე, რომელიც გამოვა ამ წლის ბოლოს. და მისი სახელი შეიძლება იყოს მინიშნება პრინცესა დიანას ერთ-ერთ საყვარელ სიმღერაზე - Orinoco Stream, რომელსაც ირლანდიელი მომღერალი ენია ასრულებს.