COVID-19 - ბოლო ცნობები

ყველაზე ეფექტური „ომიკრონის“ სამკურნალოდ: მეცნიერებმა 8 წამალი დაასახელეს

Sputnik
თბილისი, 26 იანვარი − Sputnik. შტამ „ომიკრონის“ სამკურნალოდ ეფექტურია რვა ანტივირუსული პრეპარატი, რომლებსაც მედიკოსები კორონავირუსის სხვა შტამების სამკურნალოდ იყენებდნენ, ნათქვამია რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალ Cell Research-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში, რომელიც კენტისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტების მეცნიერთა კვლევებს ეყრდნობა.
როგორც ნაშრომიდან ირკვევა, უჯრედული კულტურების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ „ომიკრონი“ მგრძნობიარეა SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო რვა ყველაზე მნიშვნელოვანი პრეპარატისადმი.
ესენია:
EIDD-1931 (მოლნუპირავირის აქტიური მეტაბოლიტი);
რიბავირინი;
რემდესივირი;
ფავიპრავირი;
PF-07321332 (ნირმატრელვირი, პაქსლოვიდის აქტიური ინგრედიენტი);
ნაფამოსტატი;
კამოსტატი;
აპროტინინი.
ამასთან, როგორც მეცნიერები ასკვნიან, „ომიკრონი“ ნაკლებად ეფექტურია მასპინძელი-უჯრედის ინტერფერონული პასუხისადმი, რითაც შეიძლება აიხსნას კიდეც მისით ინფიცირებისას დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა.
მანამდე მედიკოსებმა განაცხადეს, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში მკურნალობის სქემა შეცვლას არ საჭიროებს.
დაავადების მსუბუქი ფორმისას კვლავაც სიმპტომატური თერაპია გამოიყენება: რეჟიმი, იოლად ათვისებადი საკვები, ბევრი სითხე და პრეტარატები იმ შემთხვევაში, თუ დაავადების მიმდინარეობა სიმპტომების მოხსნას მოითხოვს.
წყარო: Cell Research