ამინდის პროგნოზი საქართველოში: 27–31 იანვარი

საქართველოში ამ კვირაში მინიმალური ტემპერატურა მინუს 11, ხოლო მაქსიმალური პლუს 9 გრადუსი იქნება.
Sputnik
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოში უახლოეს დღეებში ნალექიან და თოვლიან დღეებს პროგნოზირებენ.
ხუთშაბათი, 27 იანვარი: მოსალოდნელია ნალექი, მთაში - თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
28-30 იანვარი: ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში პლუს 4-9 გრადუსამდე დათბება.
29 იანვარი: ღამის საათებში მოსალოდნელია ყინვა. შიდა ქართლში ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდე დაეცეს.
31 იანვარი: მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.
თბილისში 27 იანვარს ნალექიანი, ხოლო 28 იანვრიდან უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 4-6 გრადუსამდე დათბება.