თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო საქართველოს დედაქალაქში ამ დროისთვის 48 საბავშვო ბაღია დახურული.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, სრულად დაკეტილი ბაღების გარდა, დახურულია ცალკეული ბაღების 115 ჯგუფი.
ამ დროისთვის კორონავირუსით ბაგა–ბაღების 206 თანამშრომელი და 83 აღსაზრდელი არის დაინფიცირებული.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 15.762-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.075.154-ს მიაღწია.