საქართველო „ევროვიზია-2022“-ზე მეორე ნახევარფინალში გამოვა

2022 წლის „ევროვიზიაზე“ საქართველოს მუსიკალური ჯგუფი Circus Mircus წარადგენს
Sputnik
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველო „ევროვიზია 2022“-ზე მეორე ნახევარფინალის პირველ ნაწილში წარდგება - კონკურსის წილისყრა 25 იანვარს იტალიაში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია კონკურსის Instagram-აკაუნტზე გამოქვეყნდა.
ზუსტ რიგით ნომერს შოუს პროდიუსერები მაშინ დაადგენენ, როცა ყველა სიმღერა გახდება ცნობილი. ეს აპრილამდე არ მოხდება.
ეს სისტემა 2013 წელს დაინერგა. ორგანიზატორების თქმით, ეს შოუს უფრო ბრწყინვალეს და საინტერესოს ხდის.
ამ წესის მიღებამდე წილისყრის დროს ქვეყანა რიგით ნომერს მაშინვე იგებდა, ამიტომ პროგრამაში შეიძლება ყოფილიყო ზედიზედ რამდენიმე ლირიკული კომპოზიცია, შემდეგ კი მხოლოდ საცეკვაოები. ახალი სისტემის შედეგად პროდიუსერებს მუსიკალური სტილების გადანაწილება შეუძლიათ.
გარდა ამისა, ცერემონიაზე მოხდა კონკურსის გასაღებების სიმბოლური გადაცემა როტერდამისგან, სადაც გაიმართა „ევროვიზია 2021“, ტურინისთვის, რომელიც წლევანდელი კონკურსის მასპინძელია.
2022 წელს საქართველოს ევროვიზიაზე საერთაშორისო მუსიკალური ჯგუფი Circus Mircus წარადგენს. „ევროვიზიის“ მონაწილე საქართველოდან საზოგადოებრივი ტელევიზიის „პირველმა არხმა“ განაცხადების შიდა შერჩევის საფუძველზე შეაირჩია. გადაწყვეტილება არხის სამხატვრო საბჭომ და მუსიკალური პროდიუსერებმა ერთობლივად მიიღეს.
დაარსების დღიდან ჯგუფმა სხვადასხვა ჟანრის ათი მუსიკალური კლიპი გამოუშვა. ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ Circus Mircus არის მოძრაობა, რომელიც უპრეცედენტო აუდიოვიზუალური გამოცდილების შესაქმნელად სხვადასხვა სფეროს ათობით პროფესიონალს აერთიანებს. მათ შორისაა ცნობილი დიზაინერი უტა ბექაია.
იტალიამ ორჯერ უმასპინძლა „ევროვიზიის“ კონკურსს - ნეაპოლში (1965) და რომში (1991). ამჯერად „ევროვიზიის“ მასპინძლობის უფლება ქალაქ ტურინმა მოიპოვა - 2021 წლის მაისში როტერდამში იტალიური ჯგუფ Maneskin-ის გამარჯვების წყალობით (სიმღერა Zitti e Buoni).
ნახევარფინალები 10 და 12 მაისს გაიმართება, ფინალი კი 14 მაისს. 66-ე საერთაშორისო კონკურსში წელს 41 ქვეყნის კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას.
შარშან კონკურსზე წარდგა თორნიკე ყიფიანი სიმღერით You. მაგრამ შემსრულებელი ფინალში ვერ გავიდა.
წყარო - „ევროვიზიის“ Instagram-აკაუნტი