ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ბოლო დროს ხშირად წერს იმის შესახებ, რომ ხან წყალი არ აქვს, ხან შუქი და ხანაც - გაზი.
„გაგეცინებათ და ორშაბათს დილით ისევ არ მაქვს შუქი. ხოდა ისევ თქვენი სუყველაფერი… ცალკე „თელმიკო“ და ერთად ყველასი, ვინც ვალდებულია, შუქი, წყალი და გათბობა მქონდეს და თავი ნორმალურ ადამიანად ვიგრძნო. უპატრონო ქვეყანა. არ კიდიათ ხალხი?! ტიპები სახელმწიფო ტყეებს უკანა ეზოებად იერთებენ, დაგრიალებენ და შენ გიხლია თავში ქვა. იცხოვრე გამოქვაბულის ცხოვრებით“, - წერს ინგა გრიგოლია.
პრობლემის შესახებ ჟურნალისტი 22 იანვარსაც წერდა და ამბობდა, რომ ლოქდაუნის დროს ხან წყალი არ ჰქონდა, ხან შუქი და ხან გაზი და ახლაც იგივე ხდება, რის გამოც სახლში ყოფნა შეზიზღდა.