25 იანვარი საბერძნეთში დასვენების დღედ გამოცხადდა. ძლიერი თოვის გამო დაიკეტა ყველა დაწესებულება, მუშაობს მხოლოდ მაღაზიები და აფთიაქები.
თოვლის გამო გზებზე შეიქმნა საცობები. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.