ახალციხეში მამაკაცი საკუთარ სახლში დაიწვა: რა მოხდა

როგორც ნათესავები აცხადებენ, მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა.
Sputnik
თბილისი, 25 იანვარი − Sputnik. ახალციხეში ხანძარს 57 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა დღეს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბინაში, სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა. როგორც ოჯახის ნათესავები აღნიშნავენ, მამაკაცი ბინაში მარტო ცხოვრობდა და ის მსგავსი შემთხვევისგან ადრე ერთხელ უკვე გადაარჩინეს.
„ხშირად სვამდა ბიძაჩემი, ერთხელ უკვე გადავარჩინეთ უბედურ შემთხვევას. გარდაცვლილი დაგვხვდა, რომ მოვედით. ახლა პოლიციაა სახლში და გამოკითხვას აწარმოებს“, - განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა.
ამ დროისთვის ადგილზე შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან და მომდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.