მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ერთადერთ გოგონას მანქანის ტარებას ასწავლის.
არტისტი დედ-მამა გოგონას „ფანიას“ ეძახიან. მაია დარსმელიძესა და სტეფანე მღებრიშვილს ერთი ქალიშვილი სტეფანია ჰყავთ. გოგონას სახელი წლების წინ რუსეთში მოღვაწე მომღერალმა თეონა კონტრიძემ შეურჩია.
სტეფანე მზრუნველი მამა აღმოჩნდა. როგორც ყოფილი წყვილის საერთო მეგობრები ამბობენ, რეპეტიციებს ტოვებდა, რათა სახლში რამდენიმე საათით დაბრუნებულიყო და სტეფანიასთან ეთამაშა. მამა-შვილს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს.