უკრაინულმა საინფორმაციო საშუალებამ strana.today ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე სკანდალური სტატია გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი წერს, რომ გასულ ზაფხულს მათ გადაიღეს ფოტო, სადაც აღბეჭდილია „იდუმალი ქალი“, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოდესის აპარტამენტებში გამოჩნდა.
სტატიის თანახმად, სააკაშვილს აქვს პენტჰაუსი ელიტურ ცათამბჯენში, რომელიც შავ ზღვას გადაჰყურებს, და ბინის სამზარეულოში მოხდენილი, შავგვრემანი ქალი ტრიალებდა, როგორც ჩანს, საუზმის შემდეგ მაგიდას ალაგებდა. ასევე სახლში იყო მუქ ხალათში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც ფიზიკურად ძალიან ჰგავდა სააკაშვილს.
„მიხეილის სამზარეულოში მყოფი გოგონა ძალიან ჰგავს ქართველ მომღერალს. მართლაც, სოფოს სურათებით თუ ვიმსჯელებთ, ამ ზაფხულს ის და მისი ქალიშვილი ოდესაში ისვენებდნენ, პარკებსა და რესტორნებში სეირნობდნენ და სანაპიროზეც იყვნენ. გაითვალისწინეთ, რომ იმ დროს სააკაშვილს უკვე ჰქონდა ურთიერთობა ლიზა იასკოსთან. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მიშა და ლიზა წელიწადნახევარი-ორი წელია ერთად არიან“, - წერია სტატიაში.
2020 წლის ივნისში სოფო ნიჟარაძემ ამერიკაში იმშობიარა და მიხეილ სააკაშვილის დაკავებამდე შვილთან ერთად შტატებში ცხოვრობდა. ამავე დროს, საქართველოს ექს-პრეზიდენტი ჯერ კიდევ ოფიციალურად არის დაქორწინებული სანდრა რულოვსზე, რომლისგანაც ორი ზრდასრული ვაჟი ჰყავს, ედუარდი და ნიკოლოზი.
სააკაშვილმა შემოდგომაზე ვიდეოთი გამოაცხადა, რომ ურთიერთობაში იყო ლიზა იასკოსთან, რადას დეპუტატთან, რომელიც ორჯერ უმცროსია მასზე.