თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. მოქალაქეებმა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მეტროში პოლიციელის მიერ შშმ პირის ცემის ფაქტი გააპროტესტეს. ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.
დღეს ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გაავრცელა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, როგორ სცემს მეტროში პოლიციელი მოქალაქეს. შემთხვევა გუშინ, 23 იანვარს მოხდა.
„მწამებელი სისტემა“ – ამ წარწერებით აქტივისტები „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ მიემართებიან.
ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია უცნობია. საქმეზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ძალადობა.