თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ის თვითიზოლაციაში საკუთარ სახლში იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, 43 წლის შალამბერიძეს ვირუსი უკვე მეორედ დაუდასტურდა. პირველად კორონავირუსი მას 2020 წლის დეკემბერში დაუდგინდა.
გარდა ამისა, დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს, სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 7.947-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.059.392-ს მიაღწია.