გუდაური საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტია. სეზონის პიკში, კორონავირუსის პანდემიამდე, აქ მუდმივად ადგილის სიმცირე იყო, რადგან სათხილამუროდ გუდაურს, ტურისტების გარდა, ქვეყნის მცხოვრებლებიც სტუმრობენ. კორონავირუსის შეზღუდვების დაწესების შემდეგ კურორტმა მუშაობა მარტში განაახლა. დამსვენებელი შედარებით ნაკლებია, თუმცა სრიალის შესაძლებლობა ახლა ყველას აქვს.