ბათუმში ზღვამ ქალის ცხედარი გამორიყა

ქალის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული და შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.
Sputnik
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ბათუმში ზღვამ შუახნის ქალის ცხედარი გამორიყა. ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.
ცხედარი ზღვამ გუშინ დილით გამორიყა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.