მსოფლიო დღეს

სომხეთის პრეზიდენტი გადადგა

სომხეთის პრეზიდენტმა გადადგომის მიზეზად დაასახელა მის ხელთ ინსტრუმენტების არარსებობა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე ზემოქმედების მოსახდენად
Sputnik
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი გადადგა, იუწყება Sputnik-სომხეთი.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება არ ეყრდნობა ემოციებს და გარკვეული ლოგიკიდან გამომდინარეობს. მისი თქმით, პრეზიდენტს ამჟამად არ გააჩნია გარკვეული უფლებამოსილებები და ინსტრუმენტები, რათა გავლენა მოახდინოს გარე და შიდა პროცესებზე.
„ჩვენი სახელმწიფოსთვის ამ რთულ ეტაპზე, როდესაც საჭიროა საერთო ეროვნული ერთობა, პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა გახდეს ჭორებისა და შეთქმულების თეორიების სამიზნე, რითაც ხდება საზოგადოების ყურადღების გადატანა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემებისგან“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, დღეს, როგორც არასდროს, ქვეყანას სჭირდება შინაარსიანი, ღრმად გააზრებული და აწონ-დაწონილი ქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხებს ისტორიაში ჩაკარგვა ემუქრება.
„ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება“, - აღნიშნა სარქისიანმა.
ეროვნულმა კრებამ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე სარქისიანი 2018 წლის 2 მარტს აირჩია. 9 აპრილს ის უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა.
წყარო - Sputnik-სომხეთი.