საქართველოში ზედიზედ სამი მიწისძვრა მოხდა

ეს ბოლო დღე-ღამეში უკვე მესამე მიწისძვრაა სოფელ სამებასთან.
Sputnik
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. დღეს, თბილისის დროით 07:46 საათზე კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.
მიწისძვრის სიმძლავრე 3,7 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფელ სამებიდან 8 კილომეტრში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 2 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ეს ბოლო დღე-ღამეში უკვე მესამე მიწისძვრაა სოფელ სამებასთან. პირველი წუხელ, 03:28 საათზე, ხოლო მეორე - 03:37 საათზე დაფიქსირდა. პირველი მიწისძვრა 3,1 მაგნიტუდის იყო და მისი ეპიცენტრი 11 კმ სიღრმეზე მხდებარეობდა, მეორე - 3-ბალიანი იყო და მისი ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.
ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.