ყვითელი ამბები

„ფ...უ მიწერია, შევღონდი უკვე“ - კესარია აბრამიძე სკანდალურ ფოტოს აქვეყნებს

უკვე საიდუმლო აღარ არის, რომ კესარია აბარმიძემ სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა
Sputnik
ტრანსგენდერმა მოდელმა კესარია აბრამიძემ ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ მიმოწერა გამოაქვეყნა, სადაც მას ერთ-ერთი ქალბატონი ეკითხება, რა სქესი უწერია პასპორტში. როგორც მოდელი წერს, მსგავსი კითხვებით უამრავი ადამიანი მიმართავს, რაც ძალიან დამღლელია. „შევღონდი უკვე“, - წერს აბრამიძე.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოდელმა სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა და პირადობის მოწმობაში მდედრობითი სქესი უწერია. კესარია ამბობს, რომ მკერდის ოპერაცია 15 წლის წინ, ხოლო სასქესო ორგანოსი ოთხი წლის წინ გაიკეთა.
„როდესაც სქესის შეცვლა გსურს პასპორტში, კლინიკიდან ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი მიგაქვს და დაბადების მოწმობას გიცვლიან, რასაც ორი კვირა სჭირდება, შემდეგ შეცვლილი დაბადების მოწმობით ხდება ახალი პასპორტის აღება“,- ამბობს მოდელი.
კესარია აბრამიძე (დაბადებით ბესო აბრამიძე) 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას იღებენ სერიალებსა და სარეკლამო რგოლებში.