თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წელს 2020 წელთან შედარებით 23,2%-ით გაიზარდა და 1,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 38,3%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
გასულ წელს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულია 107,4 ათასი ტონა მინერალური და სასმელი წყალი, 105 ათას ტონამდე ფეროშენადნობი, 38,4 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო და დაახლოებით 25 ათასი ტონა ხილი და ა.შ.
რუსეთი რჩება საქართველოსთვის მარცვლეულის ყველაზე დიდ მომწოდებლად. 2021 წელს რუსეთის ფედერაციიდან 337,7 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა.
გასულ წელს რუსეთმა ასევე შემოიტანა 319,2 ათასი ტონა ნავთობგაზები, 224,7 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, დაახლოებით 28,4 ათასი ტონა მზესუმზირის ზეთი და ა.შ.
2020 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობამ 1,3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 9,9%-ით ნაკლებია. მიუხედავად ამისა, 2020 წელს რუსეთი ქართული აგრარული პროდუქციისთვის მთავარი ბაზარი იყო.