ყვითელი ამბები

„მიყვარხარ...“ - თეა წულუკიანს მეუღლე დაბადების დღეს ულოცავს

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პირად ცხოვრებაზე საუბრით არ გამოირჩევა. საზოგადოებისთვის უცნობია მისი სიყვარულის ისტორია. მინისტრს ერთი ქალიშვილი ჰყავს.
Sputnik
დღეს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი იუ­ბი­ლა­რია. მას და­ბა­დე­ბის დღე მუღ­ლემ ნუგო კა­კუ­ლი­ამ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ასე მი­უ­ლო­ცა: „მიყ­ვარ­ხარ! და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი მინ­და რომ იყო, გი­ლო­ცავ!“
გა­სუ­ლი წლის მი­წუ­რულს თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­და­ცე­მა „სა­ღა­მოს პოს­ტში“ გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა მე­უღ­ლე­ზე და აღნიშნა, რომ მასში ძალიან გაუმართლა.
„ჩემი მე­უღ­ლე ნუგო ჩემ­ზე 9 წლით უმ­ცრო­სია. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია და ის არის ერთ-ერთი, ვის­შიც ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მი­მარ­თლა. ყვე­ლა მა­მა­კაცს მა­ინც თა­ვი­სი მე­უღ­ლე ურ­ჩევ­ნია უფრო მე­ტად შინ იყოს, ვიდ­რე გა­რეთ. ეს ალ­ბათ ბუ­ნებ­რი­ვია, მაგ­რამ ის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი აი­ტა­ნო, რა­საც ნუგო იტანს, ძა­ლი­ან რთუ­ლია, ამას ვა­ღი­ა­რებ“, - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.
კულტურის მინისტრი სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრად ყოფნის პერიოდში, 2016 წელს დაქორწინდა. ინ­ფორ­მა­ცია თა­ვად მი­ნის­ტრმა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გა­ავ­რცე­ლა. თეა წუ­ლუ­კი­ან­მა „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბის და მე­უღ­ლის ფო­ტოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა წარ­წე­რით - Voilà!
მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­აა. იგი სას­წავ­ლო ცენ­ტრს 2014 წლის ნო­ემ­ბრი­დან 2016 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მი­ნის­ტრის რჩე­უ­ლი მას­ზე 9 წლით უმ­ცრო­სია – კა­კუ­ლია დაქორწინებისას 32 წლი­ს, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი კი 41-ის იყო. წყვილს ერთი შვილი - მერიკო ჰყავს.