ბაჩო ახალაია საპატიმროს დატოვებს: თარიღი ცნობილია

Sputnik
თბილისი, 21 იანვარი– Sputnik. საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრი ბაჩო ახალაია რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებას 1 მარტს დატოვებს, განაცხადა ადვოკატმა ანი ნადარეიშვილმა.
როგორც ნადარეიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრა ტვ“-ს ეთერში განაცხადა, ახალაიას აღკვეთის ღონისძიებისსახით შეფარდებულიპატიმრობის პერიოდიარ ჩაუთვალეს და 9-წლიანისასჯელის ათვლაგანაჩენის გამოტანის დღიდან დაიწყეს.
ბაჩო ახალაია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთ თვეში დააპატიმრეს. ექს-მინისტრს სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული. მათგან გაამართლეს ორ საქმეში – „სამხედროების წამება და არაადამიანური მოპყრობა“ და „სპეცრაზმელების წამება და დამამცირებელი მოპყრობა“. ერთ-ერთ საქმეზე – 2006 წლის „ციხის ბუნტის“ საქმეზე ახალაია ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ევროპის სასამართლოს მიმართავს>>>
2006 წლის „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე, რომლის დროსაც სამი პირის ლიკვიდაცია მოხდა, 2014 წელს ახალაიას 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს.
2018 წელს კი იგი დამნაშავედ ცნეს შპიონაჟში ბრალდებული პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების ორგანიზებაში, რის შედეგადაც თეთრაძე დაიღუპა, აღნიშნულ საქმეზე ახალაიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.