უქმეებზე გამოიდარებს: უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 იანვრის საღამოდან მოსალოდნელია ნალექი.
Sputnik
თბილისი, 21 იანვარი– Sputnik. საქართველოში შაბათ-კვირას გამოიდარებს, იუწყება გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო.
22 – 23 იანვარს სინოპტიკოსები უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +7, +12 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს.
24 იანვარს დღის ბოლოდან 25 იანვრის დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.
სინოპტიკოსების ვარაუდით დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით + 7, +9 გრადუსი იქნება, ხოლო ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს.
წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო