თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. წალენჯიხის საკრებულომ თავმჯდომარე მეხუთე ცდაზე აირჩია.
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია „საქართველოსთვის" წევრი კორნელი სალია გახდა. სალია 14 ხმით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა აირჩიეს.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წევრებს, რომლებმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც მმართველი პარტიის წვრებმა განაცხადეს, გიორგი გახარიასა და „ნაციონალური მოძრაობის" ალიანსი მათთვის მიუღებელია.
წალენჯიხის 27-წევრიან საკრებულოში მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" 11 დეპუტატი ჰყავს, ამდენივე „ნაციონალურ მოძრაობას", პარტიას „საქართველოსთვის" – 3, „ლელოს" – 1 დეპუტატი, 1 კი დამოუკიდებელი დეპუტატია.
„ქართული ოცნება“ უმრავლესობით არ არის წარმოდგენილი რუსთავის, ბათუმის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის საკრებულოებში. ამასთან, ყველა ამ ქალაქსა და რაიონში, წალენჯიხის გარდა, მერის თანამდებობა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს უკავიათ.