თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. თბილისის მერია 76 მარშრუტს აქვეყნებს, რომლითაც 1 თებერვლიდან დედაქალაქში მიკროავტობუსები იმოძრავებენ.
დედაქალაქში 1 თებერვლიდან ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ. თბილისის მერიის ცნობით, ამჟამად დედაქალაქში მოძრაობს 465 მიკროავტობუსი, დღეიდან 1 თებერვლამდე კი მარშრუტებზე განაწილდება დანარჩენი 535 მიკროავტობუსიც.
მიკროავტობუსების ჩანაცვლების პარალელურად, 20 იანვრიდან 1 თებერვლამდე ეტაპობრივად ამოქმედდება მიკროავტობუსების 76 სამარშრუტო ხაზი, რომელთაგან 53 ჩაანაცვლებს არსებულ მარშრუტებს, ხოლო 23 ახალი მარშრუტი დაემატება დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემას.
ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით:
N416 - აღნიშნული მარშრუტი წრიული იქნება. მიკროავტობუსი სადგურის მოედნიდან ნ. გოგოლის ქუჩის გავლით, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს და კვლავ სადგურის მოედანს დაუკავშირდება;
N428 - მეტროს სადგურ „ისნიდან“ ყვარლისა და თეოდორ უშაკოვის ქუჩების გადაკვეთამდე გადაადგილდება;
N431 - ბიჭვინთის ქუჩიდან იონა ვაკელის ქუჩამდე (აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკამდე) იმოძრავებს და უკუმიმართულებით, ბუდაპეშტის ქუჩას, პეკინის გამზირსა და კანდელაკის ქუჩას მოიცავს;
N432 - გადაადგილდება მეტროს სადგურ „სარაჯიშვილიდან“ ნუგზარ შანავას ქუჩამდე;
N439 - იმოძრავებს რომან ჭელიძის ქუჩიდან მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრამდე“;
N440 - გ. გედევანის ქუჩიდან გადაადგილდება მეტროს სადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით;
N442 - მგზავრებს მეტროს სადგურ „დიდუბიდან“ დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩამდე, მე-4 მიკრორაიონის N6 კორპუსამდე მოემსახურება;
N452 - გადაადგილდება ელვერ კუპატაძის გასასვლელიდან მეტროს სადგურ „სარაჯიშვილამდე“;
N455 - მგზავრთა მომსახურებას ვაზისუბნის მეორე ა მიკრორაიონიდან (კორპუსი N23 მიმდებარედ) მეტროს სადგურ „ვარკეთილამდე“ შეძლებს;
N456 - მეტროს სადგურ „სამგორიდან“ კახეთის გზატკეცილის გავლით, „ლილო მოლამდე“ იმოძრავებს;
N458 - აღნიშნული მიკროავტობუსის მარშრუტი მეტროს სადგურ „დიდუბიდან“ სადგურის მოედნამდე განისაზღვრა;
N460 - გადაადგილდება დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონის N6-დან „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიამდე;
N461 - მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ იმოძრავებს ვარდისუბნისა და რაჭისუბნის ქუჩების გადაკვეთამდე;
N462 - სავაჭრო ცენტრ „თბილისის ზღვის პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროს სადგურ „სადგურის მოედანი 1-მდე“ გადაადგილდება;
N465 - ვიქტორ დოლიძის ქუჩიდან სადგურის მოედნის მიმართულებით, „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიამდე იმოძრავებს;
N467 - მუხიანის აგარაკებიდან გადაადგილდება მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრამდე“;
N469 - იმოძრავებს მეტროს სადგურ „დიდუბიდან“ მუხათგვერდის ქუჩამდე, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიამდე;
N470 - მგზავრებს ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონიდან მეტროს სადგურ „ვარკეთილამდე“ მოემსახურება;
N471 - ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონიდან (N25 კორპუსის მიმდებარედ) გადაადგილდება მეტროს სადგურ „სამგორამდე“ (მეველის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის კვეთამდე);
N472 - იმოძრავებს ვლადიმერ ლობჟანიძის ქუჩიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 კორპუსამდე;
N474 - გადაადგილდება ელვერ კუპატაძის გასასვლელიდან მეტროს სადგურ „სარაჯიშვილამდე“;
N475 - ზაჰესის ტერიტორიიდან (ავჭალის ქ. N86) გადაადგილდება მეტროს სადგურ „სარაჯიშვილამდე“;
N477 - მგზავრებს სადგურის მოედნიდან სამშვილდის ქუჩის მიმართულებით გადაიყვანს;
N488 - იმოძრავებს წრიულად. მიკროავტობუსი მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ გობრონიძის, ნოზაძისა და მუხიანის აგარაკებზე არსებულ ქუჩებზე გადაადგილდება და კვლავ მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრს“ დაუკავშირდება;
N489 - მეტროს სადგურ „სამგორიდან“ გადაადგილდება სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთამდე“;
N491-ის მარშრუტიც წრიული იქნება და მეველის ქუჩიდან მოსკოვის გამზირის, ჯავახეთის, ლორთქიფანიძის, მეტრეველის ქუჩების გავლით, კვლავ მეველის ქუჩას დაუკავშირდება;
N492 - გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთიდან გადაადგილდება ნოზაძის, ბოჭორიშვილის, კეცხოველის, ფარსმან II-ის, ხევისპირის ქუჩებზე და მგზავრებს კვლავ გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთამდე მიიყვანს;
N495 - ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიიდან გადაადგილდება მეტროს სადგურ „ვარკეთილამდე“;
N497 - ვ. წულუკიძის ქუჩიდან იმოძრავებს პეკინის გამზირისა და ბახტრიონის ქუჩის კვეთამდე (ბუკიას ბაღის ტერიტორიამდე);
N498 - გადაადგილდება ოდიშელის ქუჩიდან ჭილაძის ქუჩამდე;
N499 - მუხიანის აგარაკების ტერიტორიიდან მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრამდე“ იმოძრავებს;
N500 - გადასასვლელი ხიდიდან გადაადგილდება დავით აღმაშენებლის ხეივნისკენ, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიამდე;
N501-ის მარშრუტი წრიული იქნება. აღნიშნული მიკროავტობუსი იმოძრავებს გადასასვლელი ხიდიდან ც. დადიანის, ზაზიაშვილის, აგარის, აფხაზეთის ქუჩებზე და კვლავ გადასასვლელ ხიდს დაუკავშირდება;
N502 - მახათას მთის ტერიტორიიდან გადაადგილდება გადასასვლელ ხიდამდე;
N503 - წყნეთში, რუსთაველის ქუჩიდან (მაია წყნეთელის ძეგლის მიმდებარე ტეროტორია) ბეთანიამდე (სალბიერის ქუჩისა და სალბიერის პირველი შესახვევის მიმდებარედ) იმოძრავებს;
N505 - მეტროს სადგურ „დელისიდან“ გადაადგილდება ლ. ჩარკვიანის ქუჩამდე (ონკოლოგიურ ცენტრამდე);
N506 - ლილოს დასახლებიდან „ლილო მოლამდე“ იმოძრავებს;
N507 - გადაადგილდება ზღვის უბნის მე-4 მიკრორაიონიდან მეტროს სადგურ „სადგურის მოედანი 1-ის“ მიმდებარე ტერიტორიამდე;
N512 - გლდანის მე-4 მიკრორაიონიდან ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით იმოძრავებს;
N513 - სვანეთის ქუჩისა და სვანეთის პირველი შესახვევის კვეთიდან გადაადგილდება ლიბანის ქუჩამდე;
N514 - ი. ჭავჭავაძის ქუჩისა და სვანეთის მე-2 შესახვევის კვეთიდან იმოძრავებს ლიბანის ქუჩამდე;
N515 - სულხან საბა ორბელიანის ქუჩიდან გადაადგილდება წყაროს ქუჩამდე;
N517 - ო. ხიზანიშვილისა და კ. ლესელიძის ქუჩების კვეთიდან გადაადგილდება მეტროს სადგურ „სადგურის მოედანი 1-ის“ მიმდებარე ტერიტორიამდე;
N518 - დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან მგზავრებს მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრამდე“ გადაიყვანს;
N519 - სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთიდან“ გადაადგილდება ქეთევან დედოფლის გამზირის N91-მდე;
N520 - იმოძრავებს წმინდა ბარბარეს უბნიდან მეტროს სადგურ „ვარკეთილამდე“;
N521 - მეტროს სადგურ „ვარკეთილიდან“ გადაადგილდება ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩის მიმართულებით და კვლავ მეტროს სადგურ „ვარკეთილს“ დაუკავშირდება;
N522 - თ. მუჯირიშვილის ქუჩიდან იმოძრავებს სადგურის მოედნის მიმართულებით („თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორია);
N523 - ვარკეთილი 3-ის მე-3 მიკრორაიონიდან გადაადგილდება მეტროს სადგურ „სამგორამდე“;
N526 - მოემსახურება სოფელ ზურგოვანას (მ. კოსტავას ქუჩიდან) მოსახლეობას და მათ მეტროს სადგურ „დიდუბემდე“ მიიყვანს;
N527 - ზაჰესის ტერიტორიიდან (ავჭალის ქ. N62) გადაადგილდება მეტროს სადგურ „დიდუბემდე“;
N528 - ნაკადულის ქუჩიდან იმოძრავებს მეტროს სადგურ „სადგურის მოედანი 1-ის“ მიმდებარე ტერიტორიამდე;
N530 - სასტუმრო „ჰუალინგ თბილისის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროს სადგურ „ვარკეთილამდე“ გადაადგილდება;
N531 - იმოძრავებს ო. ხიზანიშვილისა და კ. ლესელიძის ქუჩების კვეთიდან ზ. ფალიაშვილის ქუჩამდე (N33-ს პირდაპირ);
N532 - ნ. დუმბაძის გამზირიდან გადაადგილდება გობრონიძის ქუჩაზე, ხიზანიშვილისა და შეშელიძის ქუჩებით, გურამიშვილის გამზირს დაუკავშირდება, ერისთავის ქუჩიდან წერეთლის გამზირზე გადაინაცვლებს, საიდანაც სააკაძის მოედანსა და პეკინის გამზირზე მოხვდება. შემდეგ, მიკროავტობუსი ვარაზისხევის გავლით, გადაინაცვლებს რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედნიდან ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, კონსტიტუციისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების გავლით, კვლავ წერეთლის გამზირზე მოხვდება, შემდგომ კი, სვლას დუმბაძის გამზირისკენ განაგრძობს;
N533 - იმოძრავებს წრიულად. აღნიშნული მიკროავტობუსი გადაადგილდება გადასასვლელი ხიდიდან შ. ცინცაძის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, სვლას კვლავ გადასასვლელი ხიდისკენ განაგრძობს;
N534 - გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის მიმდებარე ტერიტორიიდან იმოძრავებს ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონისკენ;
N535 - ბ. ჭიჭინაძის ქუჩიდან გადაადგილდება მეტროს სადგურ „სამგორამდე“;
N536 - იმოძრავებს გუდიაშვილის ქუჩიდან ლუბლიანას ქუჩისკენ, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკამდე;
N537 - გადაადგილდება მეტროს სადგურ „ვარკეთილიდან“ „ლილო მოლის“ მიმდებარე ტერიტორიამდე;
N538 - მგზავრებს მეტროს სადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტეროტორიიდან ორთაჭალის ავტოსადგურის მიმართულებით გადაიყვანს;
N539 - გადაადგილდება მეტროს სადგურ „სადგურის მოედნიდან“ დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონის მიმართულებით;
N540 - სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთიდან“ ილია ჭავჭავაძის გამზირის (კუს ტბის ასახვევამდე) მიმართულებით იმოძრავებს;
N541 - დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან გადაადგილდება ამაღლების ქუჩის მიმართულებით;
N542 - იმოძრავებს დარკვეთის ქუჩიდან გადასასვლელი ხიდის მიმართულებით;
N543 - მგზავრებს მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროს სადგურ „სარაჯიშვილამდე“ გადაიყვანს;
N544 - ემირ ბურჯანაძის ქუჩიდან გადაადგილდება მეტროს სადგურ „სამგორის“ მიმართულებით;
N545 - იმოძრავებს ბოგდან ხმელინცკის ქუჩიდან აწყურის ქუჩის მიმართულებით;
N546 - მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გადაადგილდება ბ. ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით;
N547 - სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთიდან“ ნ. ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს;
N548 - მგზავრებს ზაჰესის ტერიტორიიდან (წინამძღვრიშვილისა და კეცხოველის ქუჩების კვეთიდან) მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრამდე“ მოემსახურება;
N550 - ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონიდან გადაადგილდება კ. ჩაჩავას ქუჩის მიმართულებით;
N551 - დავით აღმაშენებლის ხეივნიდან („თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორია) პოლიტკოვკსკაიას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს;
N557 - გადაადგილდება კრწანისის ქუჩიდან სამგორის ქუჩის მიმართულებით;
N567 - ყვარლისა და თევდორე უშაკოვის ქუჩების კვეთიდან იმოძრავებს სამგორის ქუჩის მიმართულებით;
N580 - კრწანისის ქუჩიდან გადაადგილდება ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.
ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების ახლით ჩანაცვლება თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია. მრავალკომპონენტიანი პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი არსებული ავტოპარკის განახლება, ძველი ტრანსპორტის სრული ჩანაცვლებაა.
ამ დროისათვის დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა მოქმედებს – ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო.
დედაქალაქში 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება. ახალი სამგზავრო ბარათები პერსონალიზებული არ იქნება და მის გამოყენებას მთელი ოჯახი შეძლებს.