თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. თბილისის მერიამ თბილისის მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რემონტზე ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის საწყისი ღირებულება 7.057.389 ლარია. განაცხადების მიღება 16 თებერვალს დაიწყება.
თბილისის მერიამ ამჯერად მეტროპოლიტენის სადგურის რემონტის მკაფიო პარამეტრები წარმოადგინა: გრანიტის იატაკი, მარმარილოს კედლები და შეკიდული ჭერი. სადგურზე ასევე იქნება ახალი განათება.
სადგურის სტილი გასული საუკუნის 60–იანი წლების სტილის დამუშავებული თანამედროვე სტილი იქნება გეომეტრიული ფიგურების გამოყენებითა და ფერების უჩვეულო შერწყმით.
ეს მეტროს სადგურის რემონტის მეორე მცდელობაა. 2018 წლის იანვარში „ვარკეთილის“ სადგურში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, დაშავდა 11 ადამიანი. რემონტი სადგურზე 2017 წლის აგვისტოში დამთავრდა, რომელიც დაახლოებით 348 ათასი ლარი დაჯდა.
მაშინ ამ საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის, ყალბი დოკუმენტების დამზადების და უსაფრთხოების მოთხოვნებისადმი შეუსაბამო სამუშაოების შესრულების ბრალდება შპს „გეომეფის“ აღმასრულებელ დირექტორს, ასევე შპს „ყვარელმშენის“ მენეჯერსა და მთავარ ინჟინერს წარედგინა.
წყარო: თბილისის მერია