COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 20 იანვარი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 946.255 ადამიანი; ჩატარებულია 2.635.602 აცრა, ერთ დღეში აცრილია 2.656 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 20 იანვარი– Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 6.351-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.021.943-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 946.255 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.043), გარდაიცვალა – 14.582 (ბოლო 24 საათში – 27). კარანტინის რეჟიმშია 46, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.443 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.746 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 38.306 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18.896, PCR–ტესტით – 19.410.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 16,58%, ბოლო 14 დღის - 10,9%, ბოლო 7 დღის - 11,73%.
სულ ჩატარებულია 2.635.602 აცრა, ერთ დღეში აცრილია 2.656 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge