უამინდობის გამო საქართველოს გზებზე კვლავ პრობლემებია

უამინდობის გამო რამდენიმე საავტომობილო გზაზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.
Sputnik
თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. საქართველოში თოვისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე კვლავ შეზღუდვები დაწესდა, ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
კერძოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის 1-36-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარდა ამისა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-52-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
უამინდობის გამო რამდენიმე საავტომობილო გზაზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი