ყვითელი ამბები

„ხელებში ჩამაკვდა...“ - რა ტრაგედია შეემთხვა ბორის ბედიას

ბორის ბედიამ ცხოვრების უცნობი ისტორია გაამხილა
Sputnik
მომღერალი ბორის ბედია იხსენებს 21 წლის პერიოდს, როდესაც მამა მის ხელში გარდაიცვალა.
„მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, ვსაუბრობდით და მოულოდნელად, საუბრის დროს გარდაიცვალა. ძალიან ახალგაზრდა იყო – 46 წლის. გულის აორტის ანევრიზმა ჰქონდა და ხელებში ჩამაკვდა. ეს ძალიან დიდი სტრესი იყო ჩემთვის. უყურებ საკუთარ მამას, ხვდები, რომ ხელში გაკვდება, მაგრამ ვერ შველი“, - იხსენებს მსახიობი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში.
მომღერლის თქმით, 18 წლიდან შეჰქონდა წვლილი ოჯახის რჩენაში - მუშაობდა და მღეროდა.
„ყველაფრის დამოუკიდებლად კეთება მიყვარს. მეც და ჩემი დაც ასეთები ვართ. მერე სოფომ საკუთარი ოჯახი შექმნა. იმედია, მეც მალე შევქმნი. ხომ იცით ასეა, ერთ ადამიანს რომ კარგავ, სხვას იძენ“, - აცხადებს ბედია.