თბილისი, 18 იანვარი– Sputnik. თბილისის ზოოპარკი მოსახლეობას მათი ბინადრებისთვის ჩიჩილაკების მიტანას სთხოვს.
ჩიჩილაკების დაწვის ან განადგურების ნაცვლად, თბილისის ზოოპარკში უკვე გამოუსადეგარ ჩიჩილაკებს აგროვებენ და ზოოპარკის ცხოველებისთვის საკვებით რთავენ, ან მათ გასართობადაც იყენებენ.
„თუ გადაწყვეტთ, რომ კარგი საქმეა და ამით ცხოველებს დაეხმარებით, სხვებსაც გაუზიარეთ ეს ამბავი“, – ნათქვამია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.