თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. 2021 წელს სხვადასხვა ბაზარზე 173 ტონა ქართული თაფლი გავიდა, მათ შორის 143 ტონა ევროპის ქვეყნებშია ექსპორტირებული, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ექსპორტირებული თაფლის ღირებულებამ, ჯამურად, 657 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
ექსპორტის ღირებულების ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 436%-ია, მოცულობის კი – 696%.
საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტი ნებადართულია 2016 წლიდან.
ქართული თაფლის ექსპორტი ასევე აშშ–ში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში ხორციელდება.
ქართული თაფლი, ჩინურ და არგენტინულ თაფლთან შედარებით, გაცილებით ძვირია. იგი გამოირჩევა გემოვნური და სასარგებლო თვისებებით.
საქართველოში აწარმოებენ მონოფლორალურ თაფლს, ალპური ზონის თაფლს, რომელიც ძვირადღირებული პროდუქტია.