ცნობილი ქართველი მომღერალი, რომელიც ბოლო სამი წელია ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში გადასახლდა და ცოტა ხნით სამშობლოს სტუმრობდა, სავარაუდოდ, ამერიკას დაუბრუნდა. ცოტა ხნის წინ სოფომ თვითმფრინავიდან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა „ინსტაგრამის“ „სთორიში“.
სოფო შვილთან, ელის-მარია სააკაშვილთან ერთად საქართველოში 13 ოქტომბერს ჩამოვიდა ამერიკიდან, სადაც ორი წლის წინ გააჩინა შვილი და მის სახეს და მამის ვინაობას არ ასაჯაროებდა.
„მთავარ არხზე“ საახალწლო კონცერტზე სოფომ შვილთან ერთად იმღერა და ამის პარალელურად პატიმრობაში მყოფმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ელის-მარია მისი უცროსი ქალიშვილია.