„სნიკერსი“ და კარაქი მოიპარეს: საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

ამ დროისთვის ორივე დაკავებული პატიმრობაში იმყოფება
Sputnik
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს ორი მოქალაქე საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში დრომის კომუნაში ქურდობისთვის დააკავეს, იუწყება ადგილობრივი გამოცემა.
ჟანდარმებმა ბრალდებულთა ავტომობილი სიჩქარის გადაჭარბების გამო გააჩერეს. მანქანის დათვალიერების დროს საბარგულში კარაქის 80 ბრიკეტი და დიდი რაოდენობით „სნიკერსი“ და „ქინდერი“ აღმოაჩინეს. ამასთან, მამაკაცებმა ვერ წარმოადგინეს პროდუქციის ყიდვის დამადასტურებელი ქვითრები და ვერ ახსნეს, თუ საიდან ჰქონდათ აღნიშნული პროდუქტი.
გაირკვა, რომ გასულ კვირაში საქართველოს მოქალაქეებს ჩადენილი ქურდობისთვის ბრალი წაუყენეს.
ამ დროისთვის ორივე დაკავებული პატიმრობაში იმყოფება.