მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდი ხანია მოდელ ნეკა დოროყაშვილს დაშორდა, საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ სპორტსმენის ცხოვრებაში არსებობს ახალი გოგო - გერმანელი ჩოგბურთელი შარლოტა ჰელენი, რომელიც მუდამ თან ახლავს სპორტსმენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეჯიბრებების დროს.
ცოტა ხნის წინ შარლოტამ ერთ-ერთი ტურნირიდან უცნაური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი საქმრო თამაშის წინ ერთ-ერთი სპორტსმენის აზიდვებით ხურდება.
წელიწადზე მეტია, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლე ნეკა დოროყაშვილს შორის სკანდალი გრძელდება. წყვილის სასამართლო პროცესი მაისის შემდეგ რამდენჯერმე გაიმართა, თუმცა საქმეზე განაჩენი ჯერჯერობით არ არის გამოტანილი.
მას შემდეგ, რაც წყვილის განქორწინებისა და სასამართლო დავის შესახებ ოფიციალურად გაცხადდა, მედია წერდა, რომ დოროყაშვილმა ყოფილ ქმარს მას შემდეგ უჩივლა, როდესაც გაიგო, რომ მის ცხოვრებაში ახალი ქალი გამოჩნდა.