ყვითელი ამბები

„ვნერვიულობდით... ამის შესახებ ხმამაღლა არ გვითქვამს“ - რა შეემთხვა მარიტა მელიქიშვილს?

მსახიობმა გაამხილა ინფორმაცია, რომელიც მეუღლესთან ერთად დამალა
Sputnik
გიორგი გასვიანი მეუღლის ფეხმძიმობისა და ახლად შეძენილი პატარას შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ მარიტას ორსულობისას ერთი ისეთი ეპიზოდი გამოიარეს, რომლის შესახებაც მხოლოდ ახლა საუბრობს.
მსახიობი და ტელეწამყვანი ამბობს, რომ მის მეუღლეს ფეხმძიმობისას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა მაშინ ამაზე არ უსაუბრიათ.
„თავიდან შეგვეშინდა, ვნერვიულობდით, რადგან მედიაში გვესმოდა, რომ ამ ვირუსით ფეხმძიმეები იღუპებოდნენ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ლევან რატიანს, რომელიც გვერდით დაგვიდგა. მარიტა რამდენიმე დღე დავაწვინეთ კლინიკაში და საბედნიეროდ, ვირუსი მსუბუქად გადაიტანა, მერვე თვეში აიცრა კიდე და ყველაფერმა გართულების გარეშე ჩაიარა“, - ამბობს გიორგი.
გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი 24 დეკემბერს, პირველი შვილის მშობლები გახდნენ. წყვილმა მას გალაკტიონი დაარქვა.