თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. მოსკოვში ქართული დიასპორის რაგბის კლუბ „ლელოს" პირველი ვარჯიში გაიმართა. კლუბი რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის ფარგლებში ფუნქციონირებს.
სამოყვარულო გუნდის შემადგენლობაში მოხვედრა შეუძლია არა მარტო ქართველ მოთამაშეებს, არამედ ნებისმიერ მსურველს, მიუხედავად მომზადების დონისა.
„ლელოს“ გუნდს მინდა ვუსურვო წარმატებები, კეთილდღეობა და გამარჯვებები. მადლობა სეჩენოვის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას დახმარებისა და თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა რუსეთში ქართული დიასპორის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ, რომელიც კლუბის პირველ ვარჯიშს დაესწრო.
გუნდის კაპიტნად ბაქარ შვანგირაძე აირჩიეს, რომელმაც კლუბის პერსპექტივაზე ისაუბრა. როგორც შვანგირაძემ განაცხადა, „ლელოში“ თამაში არა მარტო ქართველებს, არამედ ყველა იმ ადამიანს შეუძლია, ვისაც ქართული კულტურა და ზოგადად, რაგბი უყვარს.