თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ფონიჭალაში კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი პოლიციელსა და მოქალაქეებს შორის მაღაზიის რიგში დაიწყო.
სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამართალდამცველი, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა, რიგში იდგა, რა დროსაც სამი პირი სალარომდე ურიგოდ მისვლას ცდილობდა. პოლიციელმა მათ შენიშვნა მისცა და სწორედ ამის შემდეგ მოხდა შელაპარაკება, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა.
პოლიციამ სამივე პირი დააკავა, დაშავებულს კი სამედიცინო დახმარება გაეწია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.