COVID-19 - ბოლო ცნობები

მილიონზე მეტი: COVID-19 საქართველოში – ახალი მონაცემები – 18 იანვარი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 934.667 ადამიანი; ჩატარებულია 2.622.459 აცრა, ერთ დღეში აცრილია 9.290 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 18 იანვარი– Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 7.521-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.006.864-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 934.667 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.160), გარდაიცვალა – 14.512 (ბოლო 24 საათში –31). კარანტინის რეჟიმშია 50, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.465 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.050 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 56.367 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38.892, PCR–ტესტით – 17.457.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 13,34%, ბოლო 14 დღის - 10%, ბოლო 7 დღის - 10,26%.
სულ ჩატარებულია 2.622.459 აცრა, ერთ დღეში აცრილია 9.290 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge