განათლების ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, სოციალურ ქსელში ტყუპი შვილების ფოტოს აქვეყნებს და წერს : "„2021 წლის მოსავალი“. ექსმინისტრი, 48 წლის ასაკში ტყუპი ქალ-ვაჟის მამა 2021 წელს გახდა. ანასტასია და ნიკოლოზი 2021 წლის 29 აგვისტოს დაიბადნენ.
განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა მეორედ 2018 წელს მაია მუშკუდიანზე იქორწინა. ჯეჯელავას მეუღლე ასევე განათლების სისტემაში მუშაობს.
ისინი ჯეჯელავას მინისტრობის დროიდან თანამშრომლობდნენ და ახლაც ერთად საქმიანობენ – პირადი და პროფესიული განვითარებისთვის, განათლების პოპულარიზაციისთვის ტრენინგებისა და ლექციების ორგანიზებით არიან დაკავებული.
მანამდე მინისტრი ნატალია მუხადგვერდელზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ქალიშვილი ჰყავს. ალექსანდრე უკვე ბაბუაცაა და შვილიშვილები ჰყავს.